ნიუ-იორკში უსახლკაროებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე $42 მილიონი დაიხარჯება

Construction News

აშშ-ის შტატ ნიუ-იორკის სოფელ ნენუეთში საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დაიწყო. პროექტის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოებისთვის $42 მილიონია გამოყოფილი.

ნიუ-იორკის გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს თქმით, საცხოვრებელი სახლები გათვლილი იქნება ადგილობრივი უსახლკაროებისთვის. მისივე განმარტებით, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო სახლები ნიუ-იორკელების საცხოვრებელ პირობებს გააუმჯობესებს.

worldconstructionnetwork.com -ის ინფორმაციით, „Vincent’s Village“- ში სამი მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობა და 93 ინდივიდუალური სახლი აშენდება. ახალი შენობები ენერგოეფექტური იქნება, რაც გულისხმობს მაღალი ხარისხის გათბობის, გაგრილებისა და სავენტილაციო სისტემების დამონტაჟებას.

“Vincent’s Village“-ში 35 საცხოვრებელი ერთეული ხანდაზმული ადამიანებისთვის გამოიყოფა.

მსგავსი სტატიები