ნიუ-იორკში სასმელი წყლის დასაცავად $3 მილიარდი დაიხარჯება

Construction News

ნიუ-იორკის ხელისუფლება, სასმელი წყლის დაცვის მიზნით, Hillview-ს რეზერვუარის გადახურვის პროექტს განახორციელებს, რომლის ღირებულება 3 მილიარდი აშშ დოლარია.

რეზერვუარი 90 აკრის ფართობზე (364,230 კვ.მ) ღია სივრცეში მდებარეობს, რამაც შეიძლება ცხოველების ან სხვა გარემო ფაქტორების გამო, დაბინძურებასა და სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების გავრცელებას შეუწყოს ხელი. გადახურვის შედეგად ის საკვანძო ადგილი, საიდანაც წყლის მოსახლეობამდე მიწოდება ხდება, გაცილებით უსაფრთხო გახდება.

Global Construction Review-ს ინფორმაციით, ტერიტორიის დაბინძურების გამო, ნიუ-იორკის გარემოსდაცვითმა დეპარტამენტმა უკვე 1 მილიონი დოლარის ოდენობის სამოქალაქო ჯარიმები გამოწერა.

პრობლემის მოგვარების მიზნით, გადახურვასთან ერთად, გათვალისწინებულია მიწისქვეშა წყალსადენის მშენებლობა, რომლის ღირებულება მილიარდი დოლარია. გარდა ამისა,  წყლის მიწოდების არხების შეკეთებასა და განახლებას 375 მილიონი აშშ დოლარი მოხმარდება.

სამშენებლო სამუშაოები 2049 წელს დასრულდება, მანამდე კი ადგილობრივი ხელისუფლება ტერიტორიის კონტროლის დროებით ზომებს მიმართავს.

მსგავსი სტატიები