ნიუ-იორკში მრავალფუნქციური კომპლექსის “Hudson Yards”-ის მშენებლობაზე $20 მილიარდი დაიხარჯება

Construction News

დღესდღეობით, თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი ბევრი სახის მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს: ფიტნეს ცენტრი, აუზი, მარკეტი, სილამაზის სალონი და სხვა, მაგრამ “Hudson Yards”-ში გადაწყვიტეს უფრო შორს წასულიყვნენ.

“Hudson Yards” ნიუ-იორკის ერთ-ერთი უმსხვილესი მრავალფუნქციური კომპლექსი იქნება, საერთო ფართით 2,7 მილიონი კვ.მ.

პროეტის მიხედვით კომპლექსი 16 ცათამბჯენისგან შედგება, მათ შორის ორი 70 სართულიანი. იგი მოიცავს 100 მაღაზიას, საუკეთესო რესტორნებს, სასტუმროს, კერძო სკოლას და 5,000 ერთეულ საცხოვრებელ ფართს. სტუმრებისთვის გათვალისწინებულია 385 ერთეული ფართი იჯარისთვის, ასევე სასტუმრო, სპა კომპლექსი და სხვა..

“Hudson Yards”-ის ერთ-ერთი უპირატესობა მის ლოკაციაში მდგომარეობს – კომპექსის მშენებლობა მანჰეტენზე მიმდინარეობს. ყველას უკვირს, თუ როგორ გამოინახა ამ ადგილზე სივრცე, ასეთი მასშტაბური მშენებლობისთვის, თუმცა მოხდა შემდეგი: 2005 წლის იანვარში, მანჰეტენზე არსებულ რკინიგზის სადგურს შეუცვალეს სტატუსი და გახადეს “კომერციული-საცხოვერებელი”, რამაც შესაძლებელი გახადა მშენებლობის წამოწყება. სწორედ ამ რკინიგზის თავზე მიმდინარეობს მშენებლობა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ყველაზე რთული იყო რკინიგზის თავზე ბეტონის კონსტრუქციის მოწყობა ისე, რომ რკინიგზის მოძრაობა არ შეფერხებულიყო. ხოლო შემდეგ, ამ ბეტონის მოედანზე დაიწყეს კომპლექსის მშენებლობა. მხოლოდ ბეტონის კონსტრუქციის მოწყობას დასჭირდა რამოდენიმე წელი და ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი თანხა.

კომპლექსის მთავარი ვიზუალური დეტალი, 45 მეტრი სიმაღლის არტ კომპოზიციაა, სახელწოდებით “ვესლ”. მისი ბიუჯეტი 150 მილიონი დოლარია. ლითონის კოსნტრუქცია, ერთმანეთთან დაკავშირებული 154 კიბისგან შედგება, რაც ჯამში 2,500 საფეხურს შეადგენს. ამის საფუძველზე კიდევ ერთი სახელწოდება გაჩნდა – “უსასრულო კიბე”. ამ უნიკალურ კონსტრუქციას აქვს შანსი გახდეს ნიუ-იროკის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობა.

ბინების ფასები კომპლექსში საკმაოდ მაღალია, ძირითადად მერყეობს 2 -იდან – 15 მილიონ აშშ დოლარამდე, ზოგ შემთხვევაში უფრო მეტიც. ეს იქნება ერთ-ერთი ძვირადღირებული კომპლექსი ნიუ-იორკში.

იმედოვნებენ რომ მეგა პროექტი, ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი და საინტერესო ადგილი გახდება და წელიწადში 24 მილიონ სტუმარს მიიღებს.

“Hudson Yards”-ის ბიუჯეტი 20 მილიარდი აშშ დოლარია.

კომპლექსის მშენებლობა 2024 წელს უნდა დასრულდეს, ხოლო რაც შეეხება ფასებს, ვარაუდობენ რომ მშენებლობის დასრულებამდე, ფასები კიდევ მოიმატებს.

მსგავსი სტატიები