ნიუ-იორკში ახალ აშენებულ შენობებს ეკოლოგიურად სუფთა სახურავები ექნებათ

Construction News

ახალი რეგულაციის მიხედვით ნიუ-იორკში შენობებს ეკოლოგიურად სუფთა სახურავები უნდა ჰქონდეთ. რეგულაცია ითვალისწინებს სახურავებზე მცენარეული საფარის, მზის პანელებისა და ან მცირე ზომის ქარის ტურბინების განთავსებას.

inhabitat.com-ის ინფორმაციით, რეგულაცია იმოქმედებს, როგორც მშენებარე, ასევე რეაბილიტაციის პროცესში მყოფ შენობებზე.

ამ დროისთვის, ნიუ-იორკის შენობები ნახშირბადის 80%-ს გამოყოფენ. 2030 წლისთვის, ეკოლოგიურად სუფთა შენობების მეშვეობით ნახშირბადის გამოყოფის შემცირებას ვარაუდობენ.

მსგავსი სტატიები