ნიუ-იორკის ცენტრში გადამუშავებული მასალებით, ეკოლოგიურად სუფთა სახლი ააშენეს

Construction News

ნიუ-იორკში, Times Square-ზე 175 კვადრატულ ფუტზე ეკოლოგიურად სუფთა სახლი ააშენეს. მხატვარმა, ფერნანდო მასტრანგელომ მცირე ზომის სახლი-ქანდაკების ასაშენებლად რეციკლირებული პლასტმასი და მინა გამოიყენა.

მხატვრის თქმით, ახალი შენობა არის ინტერაქტიული სივცის ნაწილი, რომელიც მსოფლიოს შეახსენებს ეკოლოგიურად სუფთა სახლების მშენებლობის შესახებ. გადამუშავებული მასალების გამოყენება კი უზრუნველყოფს ნარჩენის შემცირებას.

22 მაისიდან, ეკოლოგიურად სუფთა სახლი ყველა მნახველისთვის ღიაა, როგორც ყოველწლიური „Design Pavilion“-ის ღონისძიების ნაწილი.

მსგავსი სტატიები