ნიუ-დელიში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, 58 სასტუმრო დახურეს

Construction News

ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში, სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, 58 სასტუმრო დახურეს. ინფორმაციას ადგილობრივი გაზეთი Shillong Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, Arpit Palace-ში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, სახანძრო უსაფრთხოებაზე 80-ზე მეტი სასტუმრო შემოწმდა.

ცნობისთვის, სასტუმრო Arpit Palace-ში ხანძარი 12 თებერვალს მოხდა. მას 17 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

სასტუმროს ერთ-ერთი მფლობელი, რაკეშ გოიალი, რომელიც შემთხვევის დროს ყატარში იმყოფებოდა, ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ დააკავეს. მისი ძმა, რომელიც ასევე სასტუმროს მეწილეა, სამართალდამცველებს ემალება. პოლიციის ინფორმაციით, სასტუმროს მფლობელებს ფინანსური კრიზისი ჰქონდათ, აქედან გამომდინარე, არ გამორიცხავენ, რომ ხანძარი სადაზღვევო თანხის მიღების მიზნით, განზრახ ყოფილიყო გაჩენილი.

მსგავსი სტატიები