ნიჟნი-ნოვგოროდში ტროტილის საამქროში აფეთქებისას 85 ადამიანი დაშავდა

Construction News

რუსეთის ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდში ორი ძლიერი აფეთქება კომპანია „გოსნი კრისტალის“ ტერიტორიაზე, ტროტილის საამქროში მოხდა, რის შემდეგაც ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

შედეგად დაახლოებით 85 ადამიანია დაშავებული. 16 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაჭრილებს შორის ქარხნის 39  თანამშრომელი და 46 ობიექტის სიახლოვეს მცხოვრები მოქალაქეა. ამ დროისთვის დაღუპულების შესახებ ცნობა არ ვრცელდება

აფეთქებების გამო, ინციდენტის ადგილთან ახლოს, სამ დასახლებაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. რეგიონის ხელისუფლების განმარტებით, ამ ხერხით აფეთქების შედეგად გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციისთვის საჭირო რესურსების და ძალების ოპერატიულად გამოყენება მოხერხდება.

ამ დროისთვის, ცეცხლი ლოკალიზებულია. გამოძიების ცნობით ინციდენტი ტროტილის საამქროში, ტექნოლოგიური პროცესის მიმდინარებისას მოხდა, რასაც მოჰყვა ხანძარი. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი სტატიები