რაჭაში ნიკორწმინდის ტაძრის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. ხარაჩოები, რომელიც ამ ეტაპზე ტაძრის ირგვლივაა განთავსებული, 3 კვირაში მოიხსნება. თავად პროექტი კი წლის ბოლოს დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დაათვალიერა.
დაზიანებული იყო ტაძრის ქვის საფარი და გუმბათი, რის გამოც წვიმის წყალი ტაძრის უნიკალურ მოხატულობას აზიანებდა. კონსტრუქტორებმა მთლიანად მოხსნეს ცემენტის მასა, რომელიც 90-იანი წლების რეაბილიტაციის დროს გაკეთდა. ტაძარს სპეციალისტები ტაძარს კირით ამუშავებენ. მთლიანად შეიცვალა სახურავი და ტაძარი თუნუქით გადაიხურა.
ნიკორწმინდის რეაბილიტაციის პროექტი 2016 წელს დაიწყო, 2017 წელს შესაბამისი სამუშაოებისთვის 1,200,000 ლარი გამოიყო.