ნიდერლანდებში, ძველი საოფისე კომპლექსი ეკოლოგიურად სუფთა შენობად გადააკეთეს

Construction News

ნიდერლანდებში, ამსტერდამის ძველი საოფისე კომპლექსი ეკოლოგიურად სუფთა შენობად აქციეს. რეკონსტრუქციის შემდეგ, შენობა ხის ფორმის სვეტებით გაამაგრეს და ალუმინის სახურავით გადახურეს.

inhabitat-ის ინფორმაციით, ეკოლოგიურად სუფთა შენობის სახურავზე 949 მზის პანელია განთავსებული. მშენებლობისას, ძველი ოფისის გადამუშავებული და ახალი, ეკოლოგიურად სუფთა მასალები გამოიყენეს.

განახლებულ შენობაში საოფისე ფართების გარდა, საოჯახო ტიპის რესტორანი, აუდიტორია და სატელევიზიო სტუდია მდებარეობს.

მსგავსი სტატიები