ნიგერიაში სკოლის შენობის ჩამონგრევის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა

Construction News

ნიგერიაში სკოლის შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 6 გარდაცვლილის შესახებ.

დაღუპულთა შორის 5 ბავშვი და ერთი ორსული ქალია.

ინციდენტის შემდეგ მაშველებმა 37 ადამიანი გადაარჩინეს.

სამსართულიანი შენობა, სადაც სკოლაც ფუნქციონირებდა, გუშინ ჩამოინგრა, რის შემდეგაც ნანგრევების ქვეშ ასზე მეტი ადამიანი აღმოჩნდა.

ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აღნიშნული შენობა დემონტაჟს ექვემდებარებოდა, თუმცა მობინადრეები შენობიდან გასვლაზე უარს აცხადებდნენ.

მსგავსი სტატიები