სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული სამხრეთ კორეის ელჩსა და ნენსკრა ჰიდროს აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა. საუბარი იყო ნენსკრა ჰესის მშენებლობის პროექტსა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე სამხრეთ კორეის ერთ-ერთ რეგიონს, ხოლო ზუგდიდი კორეის ერთ-ერთ ქალაქს დაუმეგობრდება.
სამხრეთ კორეის ელჩმა, კიმ სე ვუნგმა მოინახულა ჰესის მშენებლობა და პორცესები დადებითად შეაფასა. მისი თქმით, სტუმრობის მიზანია ქვეყნებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.