ჭიათურა-საჩხერის გზაზე, მდინარე ნეკრესის ხეობაში, მთის ფერდობიდან მიწის ჩამოშლის შედეგად ჩაკეტილი მდინარის კალაპოტი გათავისუფლებულია.
შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და გეოლოგები დამეწყრილი ტერიტორიის შესწავლასა და სხვა ტიპის სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ.
იმერეთის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფებთან ერთად, პროცესში ჩართული იყო განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფიც.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 9 მაისს, ჭიათურა-საჩხერის გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რამაც ღელეს დაგუბება გამოიწვია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.