ნებრასკაში წყალდიდობის შედეგად 500 სახლი დაინგრა

Construction News

ამერიკის შტატ ნებრასკაში ძლიერი წყალდიდობაა. სტიქიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე, 500 საცხოვრებელი სახლი განადგურდა.

სტიქიამ ასევე დააზიანა მაგისტრალები, ხიდები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ჯამში სტიქიამ ნებრასკას შტატს, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორს 265 მილიონი აშშ დოლარის ზარალი მიაყენა.

წყალდიდობის გამო 74 ქალაქსა და 65 ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.  გარდა ნებრასკას შტატისა, სტიქიაა ასევე აიოვას, მისურისა და კანზასის შტატებში.

სტიქიის ზონიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

მსგავსი სტატიები