თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული სამუშაოები 15 მისამართზე მიმდინარეობს.
ერთ-ერთი პროექტი ცოტნე დადიანის ქუჩა N65-ში ხორციელდება, სადაც წყალარინების ქსელს რეაბილიტაცია უტარდება – მოეწყო რვა საკომუნიკაციო ჭა და მილები 276 გრძივ მეტრზე იცვლება. კორპუსში 108 ოჯახი ცხოვრობს.
პროექტის ბიუჯეტი 49,070 ლარია.