ნაძალადევში წყალმომარაგება შეიზღუდა

Construction News

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩაზე წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა.

ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ჯგუფი და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:

ნაძალადევის რაიონში: ანაპის, დადიანის, ჩარგლის და მიმდებარე ქუჩებს, გურამიშვილის გამზირს, მუხიანისა და გლდანის მიკრორაიონების ნაწილს.

წყალმომარაგება 25 იანვრის დილის 11:00 საათიდან აღდგება.

მსგავსი სტატიები