ნაძალადევში საგზაო სამუშაოები 31 ქუჩაზე შესრულდა

Construction News

გასული წლიდან დღემდე, თბილისში, ნაძალადევის რაიონში სხვადასხვა ტიპის საგზაო სამუშაოები 31 ქუჩაზე შესრულდა.

ერთ-ერთი რთული პროექტის – გვაზაურის ხევისა და დაისის ქუჩის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია სრულდება. აღნიშნულ მონაკვეთზე საყრდენი კედლები აშენდა და საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში 2,200 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ქუჩის ძირითად ნაწილზე ბეტონის საფარი მოეწყო, გარკვეულ მონაკვეთზე კი ასფალტის საფარი იგება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 174,793 ლარია.

მსგავსი სტატიები