ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელ კორპუსებსა და თბილისურ ეზოებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 2019 წლის ბიუჯეტში 2,099,000 ლარია გათვალისწინებული.
გასული წლიდან დღემდე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სახურავების რეაბილიტაცია 29 მისამართზე განხორციელდა. ერთ-ერთი პროექტი გურამიშვილის გამზირის N39ა-ში შესრულდა, სადაც 650 კვ.მ ფართობზე სახურავი და ასევე, წყალსაწრეტი მილები შეიცვალა. შესრულებულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.
ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 2018 წელს ამხანაგობების 110 პროექტი დააფინანსა. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან ჯამში, 1, 795,600 ლარი გამოიყო.