ნაძალადევის რაიონში 300,000 ლარის ღირებულების გზის რეაბილიტაცია სრულდება

Construction News

ნაძალადევის რაიონში, ზეკარის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყო გრუნტის დამჭერი ორი კედელი, ბორდიური, ტროტუარი და დაიგო ასფალტის ორფენიანი საფარი.

საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში 4,320 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

აქ საგზაო სამუშაოები 40 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა და ინფრასტრუქტურა ძალიან დაზიანებული იყო. ახლა ქუჩა კაპიტალურად შეკეთდა. საგზაო სამუშაოები ორ დღეში დასრულდება და მოსახლეობა მთლიანად კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 300,000 ლარი გამოიყო. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.

მსგავსი სტატიები