ნაძალადევის რაიონში 142,451 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა

Construction News

ნაძალადევის რაიონში, ზედაუბნის ქუჩაზე და სამ ჩიხში გზის საფარი კაპიტალურად შეკეთდა. პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა.

პირველ ეტაპზე, ზედაუბნის ქუჩაზე გაკეთდა ბორდიური და ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო. ასევე, ერთ-ერთ ჩიხში ბეტონის გზა და ლითონის მოაჯირი მოეწყო. მეორე ეტაპზე, ასფალტის საფარი დანარჩენ ორ ჩიხშიც დაიგო.

საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 1 570 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 142,451 ლარი გამოყო.

მსგავსი სტატიები