ნაძალადევის რაიონში გზის რეაბილიტაციაზე 193,226 ლარი დაიხარჯა

Construction News

თბილისში, ნაძალადევის რაიონში დევნილთა დასახლების მიმდებარედ, მე-11 მიკრორაიონის პირველ კვარტალში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში 2400 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. N20 ბ და გ კორპუსებთან მოეწყო გრუნტის დამჭერი კედლები, ბორდიური, ტროტუარი და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.

პროექტისთვის 193,226 ლარი დაიხარჯა.

მსგავსი სტატიები