ნატო პოლონეთში $260 მილიონად ამერიკული ტექნიკის საცავს ააშენებს

Construction News

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია პოლონეთში ამერიკული სამხედრო ტექნიკის საცავი ობიექტის აშენებას გეგმავს, ამის შესახებ ნატოს გენმდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გაზეთ “Wall Street Journal”-თან ინტერვიუში განაცხადა.

გამოცემის ცნობით, მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება და 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის ღირებულება 260 მილიონი აშშ დოლარია. ობიექტში ამერიკული ჯავშანმანქანები, საბრძოლო მასალები და შეიარაღება შეინახება.

მათივე ინფორმაციით, ობიექტი პოვიდზეს (Povidze) ავიაბაზის ტერიტორიაზე აშენდება.

გარდა ამისა, სტოლტენბერგის თქმით, 2021 წლისთვის ნატო ევროპაში 250 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას გეგმავს.

მსგავსი სტატიები