“ნამახვანი ჰესის“ მშენებლობისთვის $750 მილიონის ინვესტიცია განხორციელდება

Construction News

“ნამახვანი ჰესის“ პროექტს დღეს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცებენ. პროექტი ორი წლის განმავლობაში შეფერხებული იყო. ჰესი თურქულმა კომპანია „ემ კამ“ და ნორვეგიულმა ჯგუფმა „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიამ“ უნდა ააშენონ.

კასკადი აერთიანებს ორ ჰიდროსადგურს, რომელთა ჯამური სიმძლავრე 433 მეგავატი იქნება. კასკადის მშენებლობისთვის 750 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.

საკითხი მთავრობის სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი და მას ეკონომიკის ახალი მინისტრი ნათია თურნავა წარადგენს. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ინვესტორებთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დასრულდა.

მსგავსი სტატიები