ნათია თურნავა: ეფექტიანად უნდა გამოვიყენოთ წყლის, ქარის, მზის რესურსი

Construction News

თუ ჩვენი სიმდიდრე – წყლის, ქარისა და მზის რესურსი ეფექტიანად არ გამოვიყენეთ, რა თქმა უნდა, დიდი გამოწვევების წინაშე დავდგებით, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ ფერხდება ზოგჯერ რომელიმე ენერგეტიკული პროექტი, ნათია თურნავამ განმარტა, რომ ასეთი პრობლემა ყოველთვის კომპლექსურია და არ არის ერთ კონკრეტულ ასპექტზე დამოკიდებული.

„ერთი მხრივ, ჩვენი ბაზარი, ჩვენი საინვესტიციო გარემო არის ძალიან მიმზიდველი ინვესტორებისთვის და ამ თვალსაზრისით, ენერგეტიკა ყოველთვის არის ერთ-ერთი ლიდერი, მაგრამ მოხდა გარკვეული აცდენა სოციალური პრობლემის გათვალისწინებასთან. ვფიქრობ, რომ მოსახლეობასთან მეტი მუშაობა და დიალოგია საჭირო, ამას ინვესტორებიც ათვითცნობიერებენ. ჩვენ როლს ვხედავთ ამ დიალოგის ფასილიტაციაში ანუ ეს ორი კომპონენტი – სოციალურ/ეკოლოგიური მხარე და საინვესტიციო მიმზიდველობა უნდა დაეწიოს ერთმანეთს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ნათია თურნავამ დღეს კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა და ისაუბრა იმ გამოწვევებსა თუ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, რომლებიც აქტუალურია საქართველოში ენერგეტიკულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების კუთხით.

მსგავსი სტატიები