მწვანე ტბის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 1,036,363 ლარი დაიხარჯება

Construction News

ხულოში, მწვანე ტბასთან ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გასაფორმებელ ხელშეკრულებას ამზადებს. შესაბამისი სამუშაოების ჩატარებისთვის 1,036,363 ლარი დაიხარჯება.

მწვანე ტბაზე ნავმისადგომების, ტბასთან კი გზების, ადმინისტრაციული შენობის, ფანჩატურების, ღამის გასათევის, ავტოპარკინგის, საპირფარეშოს, გამწმენდი ნაგებობისა და წყალგაყვანილობის მოწყობაა დაგეგმილი.

სატენდერო პირობების თანახმად, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის პირველ ნოემბრამდე უნდა დასრულდეს. პირველ ეტაპზე ნავმისადგომებისა და ფანჩატურების მშენებლობა იგეგმება.

მსგავსი სტატიები