მცხეთა-მთიანეთში გზის 6 ლოკაციაზე სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერები დაამონტაჟეს

Construction News

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით სიჩქარის მზომი სექციური რადარები ექვს ადგილზე ამოქმედდა. კერძოდ:

  • მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 0-დან მე-2 კილომეტრამდე (მიმართულება ფასანაური)
  • მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-2-დან 0 კილომეტრამდე (მიმართულება თბილისი)
  • მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-2-დან მე-5 კილომეტრამდე (მიმართულება ფასანაური)
  • მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-5-დან  მე-2 კილომეტრამდე (მიმართულება თბილისი)
  • მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-5-დან  მე-9 კილომეტრამდე (მიმართულება ფასანაური)
  • მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-9-დან  მე-5 კილომეტრამდე (მიმართულება თბილისი)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით 467 კილომეტრის სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება. გარდა ამისა, სრული დატვირთვით ამოქმედებულია 2,677 ვიდეოკამერა.

უწყების გეგმით, 2019 წლის ბოლომდე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სულ 5000-მდე ვიდეოკამერა ამოქმედდება. “ჭკვიანი კამერების” მონტაჟი კამპანიის „მეტი სიცოცხლისთვის“ ფარგლებში ხორციელდება.

მსგავსი სტატიები