მცხეთაში 120 დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დასრულდა

Construction News

მცხეთაში დევნილთათვის 2 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. ახალ საცხოვრებელში გადასვლას 120 ოჯახი შეძლებს. პროექტი საქართველოს მთავრობამ 5.5 მილიონი ლარით დააფინანსა.

საცხოვრებელი ბინები დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა,  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ დაათვალიერეს.

სამუშაოები ითვალისწინებდა 2 საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას და გარე განათების მონტაჟს.

ამ კონკრეტული პროექტის გარდა, ჩვენ 1,500 ოჯახზე გათვლილი მიმდინარე მშენებლობები გვაქვს, თუმცა დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთობლივ გეგმებში გაწერილია, რომ მომავალი 3 წლის განმავლობაში ქუთაისში, წყალტუბოსა და ზუგდიდში 3,700 ოჯახი უნდა დავაკმაყოფილოთ,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.    

მსგავსი სტატიები