მცხეთაში, რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის მეორე სართული და სხვენი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 200 კვ.მ ფართობი.
ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.