მშენებლობის გამო, მარშალ გელოვანის გამზირზე საავტომობილი მოძრაობა დროებით შეიზღუდება

Construction News

მარშალ გელოვანის გამზირის და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობის გამო, 9 თებერვლის 00:00 საათიდან 08:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება მარშალ გელოვანის გამზირზე ორივე მიმართულებით – „ვეფხის და მოყმის“ ძეგლიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვის პერიოდში აეწყობა 200 ტონის ტვირთამწეობის ამწე და ბეტონის საყრდენ კონსტრუქციაზე ლითონის მალის ნაშენის მონტაჟი დაიწყება.

„მონტაჟის დროს დავით აღმაშენებლის ხეივნიდან მომავალი ავტოსატრანსპორტოსაშუალებებისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება სოფელ დიღმისა და სარაჯიშვილის ქუჩის გავლით „ვეფხის და მოყმის“ ძეგლის მიმართულებით. ჟვანიას მოედნიდან მომავალი ტრანსპორტის ნაკადი კი ჩავა მარჯვენა სანაპიროზე. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის”, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სტატიები