თბილისში მშენებლობისა და ინტერიერის 24-ე საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა

Construction News

თბილისში მშენებლობისა და ინტერიერის 24-ე საერთაშორისო გამოფენა – Caucasus Build 2019 ტარდება.

“ექსპოჯორჯიას” მე-11 პავილიონში ღონისძიება დღეს, 11:00 საათზე, ოფიციალურად “ექსპოჯორჯიას” დირექტორმა, რესან ქიქავამ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა და პოლონეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩმა გახსნეს. ცერემონიალს ასევე დაესწრო თურქეთის საელჩოს სავაჭრო მრჩევლის მოადგილე.

წელს გამოფენაზე 15 სხვადასხვა ქვეყნის 200-მდე მონაწილეა წარმოდგენილი. გარდა ამისა, გამოფენაზე წარმოდგენილია სამშენებლო და სარემონტო მასალები, აღჭურვილობა და ტექნიკა, საინჟინრო და არქიტექტურული მომსახურება, ინტერიერის დიზაინი და ა.შ. გამოფენის ფარგლებში გაიმართება პარალელური ღონისძიებები, ბიზნეს შეხვედრები, პრეზენტაციები და კონფერენცია.

მშენებლობისა და ინტერიერის 24-ე საერთაშორისო გამოფენას “ექსპოჯორჯია” 11-14 აპრილის განმავლობაში უმასპინძლებს.

ღონისძიების ორგანიზატორია გამოფენების ცენტრი “ექსპოჯორჯია”, ხოლო პარტნიორი – “Tüyap”.

მსგავსი სტატიები