სტატისტიკა 2018 – მშენებლობა და ნებართვები

Construction News

ინფორმაცია მშენებლობაზე გაცემული ნებართვებისა და ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ, 2018 წელს.

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2018 წელს გაცემულია 10,204 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 2.8 პროცენტით ნაკლები) 6,206 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 4.4 პროცენტით ნაკლები). ნებართვების 72.6 პროცენტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაობის 48.3 პროცენტი ქ. თბილისზე, 13.6 პროცენტი – აჭარის ა.რ.-ზე და 10.7 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა – ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.

დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ: 29.6 პროცენტი ქ. თბილისზე, 15.3 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, ხოლო 11.2 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე.

geostat.ge

მსგავსი სტატიები