სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად მსოფლიოს ყველაზე დიდი 3D პრინტერის გამოყენება საუდის არაბეთში მაისის ბოლოდან იგეგმება. მაღალტექნოლოგიური BOD2 პრინტერი შეძლებს 12 მეტრი სიგანის, 27 მეტრი სიგრძისა და 9 მეტრი სიმაღლის შენობის ბეჭდვას.
meconstructionnews-ის ინფორმაციით, 300 კვ.მ ფართობზე აშენებული სამსართულიანი შენობების ბეჭდვა ერთი გიგანტური პრინტერის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. საუდის არაბეთში კერძო კომპანიებმა და ორგანიზაციებმა უკვე გამოთქვეს 3D პრინტერის გამოყენების სურვილი.
3D პრინტერის დახმარებით, საუდის არაბეთში შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ კერძო სახლების, არამედ საშუალო ზომის ოფისების, საზოგადოებრივი შენობების, მუზეუმებისა და სკოლის შენობების ბეჭდვა-აშენება.
ცნობისთვის, 2018 წელს დუბაიმ განაცხადა, რომ 2030 წლისთვის შენობების 25% -ის მშენებლობა 3D პრინტერის ბეჭდვის ტექნოლოგიით განხორციელდება.