მშენებლობაზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით “ხიმინჯ სერვის2“-ის დირექტორი დააკავეს

Construction News

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მშენებლობაზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით “ხიმინჯ სერვის 2“-ის დირექტორი დააკავა.

სამინისტროს მიერ წარმოებული საგამოძიებო სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ ჭავჭავაძის გამზირის N5-ში შპს „ხიმინჯ სერვის 2“-ს მიერ წარმოებული მიწის ვერტიკალურად გათხრის სამუშაოები არ შეესაბამებოდა მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაწესებულ სტანდარტებს. ასევე დარღვეული იყო აღნიშნული დადგენილების სხვადასხვა პუნქტი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 31 მარტს შპს “ხიმიჯ სერვის 2“-ს მიერ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N5-ში მდებარე ყოფილი ლეჩკომბინატის შენობის საძირკვლის გამაგრების სამუშაოების წარმოების პროცესში, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი სტატიები