ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2020 წლის იანვარ-მარტში გაცემულია 2,285 მშენებლობის ნებართვა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.4%-ით მეტია.
ნებართვებით განსაზღვრული ასაშენებელი შენობა-ნაგებობების ფართობი 1,537.8 ათასი კვ.მ-ს შეადგენს, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.6%-ით მეტია.
გაცემული ნებართვების 78.3% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ:
- ქ. თბილისი – 54.9%,
- ქვემო ქართლის რეგიონი – 10%
- აჭარის ა. რ. – 6.7%
- იმერეთის რეგიონი – 6.7%

ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. მათ შორის შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.
რაც შეეხება ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რაოდენობას, 2020 წლის იანვარი – მარტის პერიოდში დასრულებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ:
- ქ. თბილისი – 29.5%,
- კახეთის რეგიონი – 12.6%
- იმერეთის რეგიონი – 12.2%
- ქვემო ქართლის რეგიონი – 11.8 %

2020 წლის იანვარი – მარტში, ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა ჯამში 419.7 ათასი კვ.მ ფართობის 484 ობიექტი. აღნიშნული ობიექტების ფართობი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32.8%-ით ნაკლებია, ხოლო მათი რაოდენობა 21.8%-ით ნაკლები.
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ოფიციალური დეკლარირებული მონაცემები).