მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა – სტატისტიკა 2019

Construction News

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2019 წელს გაცემულია 10,749 ნებართვა, რაც წინა წელთან შედარებით 5.3 პროცენტით მეტია (2018 წელს 10,204 ნებართვა გაიცა).  გაცემული ნებართვებით ასაშენებლი შენობა- ნაგებობების ფართობმა  7552,9 ათასი კვ.მ შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 21.7%-ით მეტია.

გაცემული ნებართვების 71.1% მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე, კერძოდ: ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48.8% ქ. თბილისზე, 11.7% – აჭარის ა.რ.-ზე და 10.6 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე.

2019 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა – ნაგებობების მშენებლობაზე. აღსანიშნავია, რომ გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.

ინფორმაციას “საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს” – geostat.ge

მსგავსი სტატიები