მშენებარე კონსტრუქციის ღია სივრცეებში ამტვერებადი მასალის შეუფუთავად განთავსებაზე სანქციები წესდება

Construction News

თბილისში მეორადი საბურავების, ჯართის, ამტვერებადი ნივთიერების განთავსებისა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე სანქციები დაწესდება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით – 85 ხმით, ერთხმად დაამტკიცა.

ადმინისტრაციული სანქციები წესდება თბილისის ტერიტორიაზე ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებაზე, მშენებარე კონსტრუქციის ღია სივრცეში ამტვერებადი მასალის შეფუთვის გარეშე განთავსებაზე, ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირების წესის დარღვევაზე, ბეტონმზიდი მანქანის გადაადგილებისას გზის სავალ ნაწილზე ბეტონის დაღვრაზე და ამტვერებადი მასალის სამშენებლო მოედანზე განთავსების წესის დარღვევაზე.

მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთის/ნივთიერების განთავსებისა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე შემდეგი სახის ჯარიმები წესდება:

1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზემოხსენებული ნივთის/ნივთიერების განთავსებისა და რეალიზაციის წესის დარღვევა – ჯარიმა: ფიზიკური პირი – 500 ლარი, იურიდიული პირი – 1000 ლარი. განმეორების შემთხვევაში: ფიზიკური პირი – 1000 ლარი, იურიდიული პირი – 3000 ლარი.

2. იგივე ქმედება ჩადენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში – ჯარიმა: ფიზიკური პირი – 1000 ლარი, იურიდიული პირი – 2000 ლარი. განმეორების შემთხვევაში: ფიზიკური პირი – 2000 ლარი, იურიდიული პირი – 6000 ლარი.

3. ზემოხსენებული ნივთიერებების განთავსებისა და რეალიზაციის წესის დარღვევა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საამისოდ განსაზღვრულ ადგილებში – ჯარიმა: ფიზიკური პირი – 200 ლარი, იურიდიული პირი – 500 ლარი. განმეორების შემთხვევაში: ფიზიკური პირი – 500 ლარი, იურიდიული პირი – 1000 ლარი.

4. იგივე ქმედება ჩადენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში – ჯარიმა: ფიზიკური პირი – 500 ლარი, იურიდიული პირი – 1000 ლარი. განმეორების შემთხვევაში: ფიზიკური პირი – 1000 ლარი, იურიდიული პირი – 3000 ლარი.

აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული წესების დარღვევაზე მინიმალური საჯარიმო სანქციაა – 500 ლარი, მაქსიმალური – 6000 ლარი.

ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება – ჯარიმა: ფიზიკური პირი – 500 ლარი, იურიდიული პირი – 1000 ლარი. განმეორების შემთხვევაში: ფიზიკური პირი – 1000 ლარი, იურიდიული პირი – 2000 ლარი.

მშენებარე კონსტრუქციის ღია სივრცეებში ამტვერებადი მასალის შეფუთვის გარეშე განთავსება – ჯარიმა: ფიზიკური პირი – 200 ლარი, იურიდიული პირი – 500 ლარი. განმეორების შემთხვევაში: ფიზიკური პირი – 500 ლარი, იურიდიული პირი – 1000 ლარი.

ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირების წესის დარღვევა:

1. მასალის გადაუხურავად ან არასათანადოდ გადახურულად ტრანსპორტირება – ჯარიმა: ფიზიკური პირი – 200 ლარი, იურიდიული პირი – 500 ლარი. განმეორების შემთხვევაში: ფიზიკური პირი – 500 ლარი, იურიდიული პირი – 1000 ლარი.

2. ამტვერებადი მასალისგან ძარაგაურეცხავი ან/და საბურავგაურეცხავი სატრანსპორტო საშუალების ქალაქში გადაადგილება – ჯარიმა: ფიზიკური პირი – 500 ლარი, იურიდიული პირი – 1000 ლარი. განმეორების შემთხვევაში: ფიზიკური პირი – 1000 ლარი, იურიდიული პირი – 2000 ლარი.

ბეტონმზიდი მანქანის გადაადგილებისას გზის სავალ ნაწილზე ბეტონის დაღვრა – ჯარიმა: ფიზიკური პირი – 500 ლარი, იურიდიული პირი – 1000 ლარი. განმეორების შემთხვევაში: ფიზიკური პირი – 1000 ლარი, იურიდიული პირი – 2000 ლარი.

თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამტვერებადი მასალის სამშენებლო მოედანზე განთავსების წესის დარღვევა – ჯარიმა: ფიზიკური პირი – 500 ლარი, იურიდიული პირი – 2000 ლარი. განმეორების შემთხვევაში: ფიზიკური პირი – 1000 ლარი, იურიდიული პირი – 4000 ლარი.

მსგავსი სტატიები