მშენებარე გვირაბის ჩამონგრევის შედეგად ინდოეთში 10 ადამიანი დაიღუპა

Construction News

ინდოეთის ქალაქ ნარაიანპეტში მშენებარე გვირაბის კედლის ჩამონგრევის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი Zee News ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, ტრაგიკულად დაღუპული ადამიანები მშენებლები იყვნენ.

დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. არ გამორიცხავენ, რომ ნანგრევების ქვეშ კიდევ აღმოჩნდნენ ადამიანები.

მსგავსი სტატიები