მუშაკების ჩამოვარდნის მიზეზად სახელდება წინაღობაზე ბაგირისა და კალათის გამოდება

Construction News

თანაინვესტირების ფონდი „პანორამა თბილისიდან“  მუშაკების ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზს ასახელებს. ფონდის განცხადებით,  სამივე მუშაკის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზი იყო ბაგირის და კალათის გამოდება წინაღობაზე, რამაც გამოიწვია ბაგირის დაჭიმვა და სამაგრის მოწყვეტა.

ფონდის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა კომპანია შპს „ენერჯი პლიუსი“, რომელსაც ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით სრული პასუხისმგებლობა აკისრია შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე. 

შეგახსენებთ, რომ თავისუფლების მოედანთან, ყოფილი ცეკავშირის შენობის ადგილზე განთავსებული სასტუმროს მშენებლობაზე სამი მუშაკი, უკანა ფასადის ლესვითი სამუშაოების შესრულებისას ჩამოვარდა.

ამ დროისთვის, არცერთი მუშაკის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

მსგავსი სტატიები