მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კრწანისში ტყე-პარკის მოწყობის პროექტი წარადგინეს

Construction News

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, საზოგადოებას კრწანისში ტყე-პარკის მოწყობის პროექტი გააცნო. თბილისის მერის შეფასებით, ტყე-პარკის განვითარება ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.  

დღეს საზოგადოებას ასევე წარუდგინეს ბიომრავალფეროვნების აღდგენის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, „ველური ბუნების ეროვნული სააგენტო“ იმუშავებს. სააგენტოს მთავარი ფუნქცია ბუნებაში ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის მონიტორინგი იქნება.

კრწანისის ტყე-პარკში განთავსდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორი სააგენტო: „გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციის ცენტრი“ და „ველური ბუნების ეროვნული სააგენტო“.

აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ტყის მოწყობისა და მოვლის სამუშაოები განხორციელდება და პარალელურად, „საქართველოს წითელ ნუსხაში“ შესული ხე-მცენარეები დაირგვება. ასევე, შეიქმნება უნიკალური ტყე-პარკი, სადაც წარმოდგენილი იქნება შავიზღვისპირეთიდან შირაქის ნახევარუდაბნოებამდე არსებული ხე-მცენარეები. აქვე მოეწყობა საქართველოს გარეულ ფრინველთა საშენი და მტკვრის აუზის იხტიოფაუნის თევზსაშენი.

მსგავსი სტატიები