მუზეუმების საერთაშორისო კვირეული დღეს გაიხსნება

BDO.ge

მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, “თბილისის მუზეუმების გაერთიანების” მუზეუმებში სხვადასხვა ღონისძიება და საგანმანთლებლო პროგრამების აქტივობები გაიმართება. კვირეული დღეს, კოტე და სოსო წერეთლების რეაბილიტირებული ბინა-მუზეუმის პრეზენტაციით გაიხსნება.

კოტე და სოსო წერეთელის მემორიალური ბინა-მუზეუმი ორ ნაწილადაა გაყოფილი: ერთი ნაწილი ცნობილი ქართველი ენათმეცნიერისა და არამეული დიალექტოლოგიის ფუძემდებლის, კოტე წერეთლის სამეცნიერო მუშაობას ეთმობა, რომელიც აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულებით საქართველოში პირველი სამეცნიერო რეზიდენცია იქნება, ხოლო მეორე ნაწილში, კი მხატვარ სოსო წერეთლის ნამუშევრების სახელოსნო-ექსპოზიციაა წარმოდგენილი. ბინა-მუზეუმში პირვანდელი სახითაა დაცული ახალგაზრდა მხატვრის ხელით მოხატული სამუშაო ოთახის კედელი. (მისამართი: დ. უზნაძის ქ. N 2)

მუზეუმის საერთაშორისო დღის მიზანია, ხელი შეუწყოს იმ ფაქტის გაცნობიერებას, რომ “მუზეუმები წარმოადგენენ მნიშვნელოვან საშუალებას კულტურული გაცვლებისათვის, კულტურათა გამდიდრებისა და ურთიერთგაგების, თანამშრომლობისა და ხალხთა შორის მშვიდობის  განვითარებისათვის“. 

მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული 18 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით ჩატარდება.

მსგავსი სტატიები