„მტკვარი ჰესი“ ექსპლუატაციაში 2020 წელს შევა

Construction News

„მტკვარი ჰესი“ ექსპლუატაციაში 2020 წელს შევა, – ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა.

„მტკვარი ჰესი“ ერთ-ერთი ენერგეტიკული პროექტია, რომელსაც თანაინვესტირების ფონდი ახორციელებს.

ბაჩიაშვილის თქმით, პროექტის 75 პროცენტი უკვე განხორციელებულია.

„უკვე გაყვანილია 7 კილომეტრი და 800 მეტრი სიგრძის გვირაბი, დარჩენილია 2 კილომეტრი. თითქმის სრულად აშენებულია სათავე ნაგებობა და შენობები. ჰესის ექსპლუატაციაში გაშვებას 2020 წლის შუა პერიოდში შუაში შევძლებთ“, – აცხადებს გიორგი ბაჩიაშვილი.

„თანაინვესტირების ფონდმა“ „მტკვარი ჰესის“ საინვესტიციო პროექტი 2016 წელს წარადგინა. პროექტი, რომლის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 131 მლნ აშშ დოლარია, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში, მდინარე მტკვარზე ხორციელდება.

„მტკვარი ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 53 მგვტ იქნება, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება – 251.5 მლნ კვტ.სთ.

1tv.ge

მსგავსი სტატიები