მსოფლიო ინფრასტრუქტურა

Construction News

2017 წლის მონაცემებით, ინფრასტრუქტურის მაღალი ხარისხით შვეიცარია ლიდერობს მსოფლიოში. 12 მილიარდ აშშ დოლარად შეფასებული, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ინფრასტრუქტურული პროექტები კი მსოფლიოს ყველაზე მაღალ პროექტებადაა შეფასებული, 2017 – 2018 წლებში. ამავე პერიოდში, გაერთიანებული სამეფო იკავებდა წამყვან პოზიციას მსოფლიოში, რომელსაც მოსდევდა კანადა 63.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტებით.

ინფრასტრუქტურა როგორც წესი, საზოგადოებისთვის საჭირო მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად იქმნება. ის შეიძლება მოიცავდეს ინფრასტრუქტურას სატელეკომუნიკაციო ან ენერგეტიკის სექტორისთვის, სატელეფონო ხაზების, ელექტრონული ქსელის ან კაშხლის სახით. შეერთებულ შტატებში, ენერგეტიკის სექტორი ეწევა ყველაზე ძვირადღირებულ, კერძო ინფრასტრუქტურულ მშენებლობას. სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის, მსოფლიოს წამყვან კომპანიათა ხუთეულში შედის ჩინური Huawei და ამერიკული Cisco. ასევე სხვა მნიშვნელოვან კომპანიებად გვევლინებიან Ericsson, Qualcomm და Nokia.

2016 – 2017 წლებში, ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა წარმოადგენდა ყველაზე მაღალი ღირებულების სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას. მას მოსდევდა გაზისა და ნავთობის მოსაპოვებელი ინფრასტრუქტურული პროექტები. 2017 წელს, არაბთა გაერთიანებული საამიროები იკავებდნენ პირველ ადგილს გზების მაღალი ხარისხით, მაშინ როდესაც სინგაპური ლიდერობდა უმაღლესი ხარისხის საჰაერო ინფრასტრუქტურით.

მსოფლიოში, ყველაზე გრძელი მეტროს ქსელი არის შემდეგ ქალაქებში: შანხაი, პეკინი, ლონდონი, სეული, ტოკიო და ნიუ-იორკი.

statista.com

მსგავსი სტატიები