მსოფლიო ბანკმა კენიაში საცხოვრებლების მშენებლობისთვის $250 მილიონიანი სესხი გასცა

Construction News

მსოფლიო ბანკმა ხელმისაწვდომი საცხოვრებლების მშენებლობისთვის კენიას $250 მილიონი ასესხა. ორგანიზაციამ თავისი გადაწყვეტილებით, მხარი დაუჭირა კენიის ხელისუფლების ინიციატივას 500,000 ახალი საცხოვრებელი ერთეულის აშენებასთან დაკავშირებით. მშენებლობა მომდევნო 5 წლის განმავლობაში განხორციელდება.

კენიაში, რომლის მოსახლეობა თითქმის 50 მილიონს შედაგენს, კომერციული ბანკები იპოთეკურ სესხებს მხოლოდ 26,000 მოსახლეზე გასცემენ. საშუალო და დაბალი შემოსავლის ადამიანები, რომლებსაც საცხოვრებლის ხელმისაწვდომობაზე პრობლემა აქვთ, ქვეყნის მოსახლეობის 12%-ს შეადგენენ. მათი პრობელმა ადგილობრივი სესხების დაფარვის მცირე ვადაა.

მსოფლიო ბანკის ფინანსური სპეციალისტების შეფასებით, საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის გაზრდა კენიის მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და კაპიტალური ბაზრის ზრდასაც შეუწყობს ხელს.

მსგავსი სტატიები