მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, გელათის მონასტერთან ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა

Construction News

გელათის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა – ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და სამუშაოების ღირებულებამ 1.6 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, რაც მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით განხორციელდა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2 ეტაპად განხორციელდა. პირველი ეტაპის სამუშაოები ითვალისწინებდა გელათის მონასტერთან ვიზიტორთა ცენტრის, საპირფარეშოს, ავტოსადგომის და წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობას. მეორე ეტაპის სამუშაოების შედეგად, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამორტიზირებულ საყრდენ კედელს, მოეწყო მანიშნებლები, ბორდიურები, ღობე და ავტოსადგომისთვის გარე განათება. მოასფალტდა ტაძრამდე მისასვლელი 600-მეტრიანი გზა. აქვე აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

დასრულებული სამუშაოები, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ დაათვალიერა.

მსგავსი სტატიები