მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით ახალი საავადმყოფოები შენდება

Construction News

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით ახალი საავადმყოფოების მშენებლობას იწყებენ.

ნიუ-იორკის გუბერნატორმა 4 ახალი საავადმყოფოს მშენებლობის პროექტი დაამტკიცა. აღნიშნული გადაწყვეტილება, ქვეყანაში COVID-19-ის სწრაფ გავრცელებას უკავშირდება. მათი მშენებლობა დაგეგმილია დაუყოვნებლივ, ხოლო სამშენებლო სამუშაოებში სამხედრო ინჟინრები ჩაერთვებიან.

რუსეთში  უკვე დაიწყეს ახალი, 500 საწოლიანი ინფექციური საავადმყოფოს მშენებლობა. გავრცელებული ინფორმაციით, სამედიცინო კომპლექსი 43 ჰექტარზე იქნება განლაგებული. საავადმყოფოს თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ რეანიმაციული საწოლების რაოდენობის წილი თითქმის ნახევარი იქნება (240), მაშინ როდესაც ჩვეულებრივ საავადმყოფოში რეანიმაციული საწოლების წილი 10-15%-ის ფარგლებში მერყეობს ხოლმე. მოსკოვში ახალი ინფექციური საავადმყოფოს მშენებლობის დასრულება 15 აპრილისთვის იგეგმება.

აქვე შეგახსენებთ, ჩინეთის ქალაქ უჰანში, კორონავირუსის გავრცელება დეკემბერში დაფიქსირდა და მალევე ქალაქში 1,000 პაციენტზე გათვლილი ჰოსპიტალი აშენდა, რასაც მოყვა მეორე 1,600 პაციენტზე გათვლილი საავადმყოფოს მშენებლობა.

ფოტო: რუსეთის ახალი ინფექციური საავადმყოფოს მშენებლობა.

მსგავსი სტატიები