მსოფლიოს ყველაზე დიდი აეროპორტი სტამბოლში აშენდება

Construction News

შავი ზღვიდან 30 კილომეტრში, თურქეთის ქალაქ სტამბოლში, მსოფლიოს ყველაზე დიდი აეროპორტი აშენდება.

ინფრასტრუქტურული პროექტის საერთო ფართობი დაახლოებით 100 ჰექტარი იქნება. აეროპორტის მშენებლობა ეტაპობრივად მოხდება. მასში ბევრი არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია მიიღებს მონაწილეობას.

აეროპორტში 3 ტერმინალი და 6 ასაფრენ-დასაფრენი ზოლი განთავსდება და ყოველწლიურად 200 მილიონამდე მგზავრს მოემსახურება. აეროპორტში 225 ათასი ადამიანი დასაქმდება.

აღსანიშნავია, რომ სტამბოლის აეროპორტი იქნება პირველი, რომელსაც Leed (Leadership in Energy and Environmental Design) სერტიფიკატი მიენიჭება, რაც მწვანე შენობას გულისხმობს.

sc-os.ru

მსგავსი სტატიები