მსოფლიოში სასტუმროების მშენებლობის რიცხვმა პიკს მიაღწია

Construction News

მსოფლიოში სასტუმროების მშენებლობამ ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს 2018 წელს მიაღწია.

“Lodging Econometrics”-ის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით ამჟამად 13,573 სასტუმროს პროექტია რეგისტრირებული, რომელთაგან ზოგიერთი ჯერ კიდევ მშენებლობის ფაზაშია, შედეგად ქსელი 2,265,792 სასტუმრო ოთახს ითვლის.

2018 წელს, სასტუმროების პროექტების რაოდენობა 7%-ით, ხოლო ოთახების რაოდენობა 6%-ით გაიზარდა.

სტატისტიკური მონაცემებით ირკვევა, რომ სასტუმროების განვითარებისა და მშენებლობის ყველაზე დიდი 41%-იანი წილი აშშ-ზე მოდის, რომელსაც მოსდევს ჩინეთი (20%). გარდა ამისა, ნიუ-იორკი, დალასი და ლოს-ანჯელესი იმ 5 წამყვან ქალაქს შორის მოხვდა, სადაც სასტუმროების მშენებლობა და ქსელის განვითარების პროცესი ყველაზე აქტიურად მიმდინარეობს.

დასახელდა 4 ყველაზე მსხვილი ბრენდი, რომლებზეც მსოფლიოს სასტუმროების ქსელის მშენებლობისა და გაფართოების 55%-იანი წილი მოდის :

·         მერიოტი – 2,544 პროექტი; 420,405 ოთახი;

·         ჰილტონი –  2,252 პროექტი; 333,209 ოთახი;

·         ინტერკონტინენტალი – 1,716 პროექტი; 249,379 ოთახი;

·         აკორ ჯგუფი – 966 პროექტი; 177,052 ოთახი;

Construction Dive

მსგავსი სტატიები