მსოფლიოში მშენებლობისთვის ყველაზე ძვირ ქალაქად სან-ფრანცისკო დასახელდა

Construction News

მენეჯმენტისა და კონსულტაციის ამერიკულმა ფირმამ – Turner & Townsend “2019 წლის საერთაშორისო სამშენებლო ბაზრის კვლევა” გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, 2018 წლის ბოლოს მშენებლობის ღირებულების ფასით მსოფლიოში პირველ ადგილზე სან-ფრანცისკოა, სადაც 1 კვადრატული ფუტის (0.092903 კვ.მ) მშენებლობა 416 აშშ დოლარი ჯდება. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი, 2017 წელთან შედარებით, 5%-ით არის გაზრდილი.

სან-ფრანცისკოს შემდეგ მოდის ნიუ-იორკი, სადაც 3.5%-იანი გაძვირება ფიქსირდება და 1 კვადრატული ფუტის სამშენებლო ფასი 368 აშშ დოლარია.

პირველ ხუთეულში მოხვდნენ ასევე ლონდონი ($352), ციურიხი ($349) და ჰონგკონგი ($348).

Construction Dive-ს ინფორმაციით, გარდა სან-ფრანცისკოსა და ნიუ-იორკისა, კვლევაში გამოყოფილია ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე ძვირი ქალაქების სია სამშენებლო სექტორისთვის: სიეტლი ($338), ჩიკაგო ($296), ვანკუვერი($253), ინდიანაპოლისი ($244), ფენიქსი ($241), ატლანტა ($240), ჰიუსტონი ($237) და ტორონტო ($237).

ფასების ზრდას ბაზარზე კვალიფიციური მუშახელის დეფიციტსა და სამშენებლო მასალების გაძვირებას უკავშირებენ. განსაკუთრებით იზრდება ფოლადის ფასი. მაგალითად, სან-ფრანცისკოში წინა წელთან შედარებით ფოლადის არმატურის ფასმა 17%-ით მოიმატა.

მსგავსი სტატიები