მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქალაქები დასახელდა

Construction News

სინგაპური, პარიზი და ჰონგ-კონგი მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქალაქების პირველ ადგილს ინაწილებენ. რეიტინგი ჟურნალმა „Economist Intelligence Unit“ შეადგინა.

როგორც აღმოჩნდა, ამ სამ ქალაქში ცხოვრება 7%-ით უფრო ძვირია, ვიდრე ნიუ-იორკში, რომელმაც რეიტინგში მე-7 ადგილი დაიკავა. ლოს-ანჯელესმა კი, გასულ წელთან შედარებით რამდენიმე პუნქტით აიწია და თელ-ავივთან ერთად მე-10 პოზიცია გაინაწილა.

პირველ ათეულში ასევე შევიდნენ ციურიხი, ჟენევა, კოპენჰაგენი, ოსაკა და სეული. ჟურნალის განმარტებით, აზიურმა ქალაქებმა რეიტინგში მოწინავე პოზიციები პროდუქტების მაღალი ფასების გამო დაიკავეს.

მათივე ინფორმაციით, 5 ავსტრალიური და 2 ახალზელანდიური ქალაქი რეიტინგში ადგილობრივი ვალუტის გაუფასურების გამო ჩამოქვეითდა. ცნობისთვის, გასულ წელს სიდნეი მე-10 პოზიციაზე იმყოფებოდა.

ცხოვრება ყველაზე იაფია ქალაქ კარაკასშია, რომელსაც დამასკო, ტაშკენტი, ალმა-ატა და ბანგალორი მოსდევს.

მსგავსი სტატიები