მსოფლიოს ყველაზე მაღალი ხის კოშკი ნორვეგიაში აშენდა

Construction News

ნორვეგიაში, ბრუმუნდალის დასახლებაში მსოფლიოს ყველაზე მაღალი ხის კოშკი (Mjösa Tower) აშენდა. 18-სართულიანი შენობის სიმაღლე 85.4 მეტრია.

კოშკის სტრუქტურა და ფასადი ხისგან არის დამზადებული. პირველი ათი სართული ასაწყობი ხის მასალებისგან აშენდა, ხოლო შენობის ბოლო სართულის იატაკი ბეტონისგან გააკეთეს. ბეტონის იატაკი ხის მაღალ შენობას რყევისგან დაიცავს.

worldconstructionnetwork.com-ის ინფორმაციით, პროექტის მიზანი იყო ადგილობრივი, ეკოლოგიურად სუფთა ხის მასალების გამოყენება. 18-სართულიანი კოშკი მოიცავს: სასტუმროს, კერძო სახლებსა და ფართს ოფისებისთვის.

მსგავსი სტატიები