მსოფლიოს ყველაზე დიდ მცურავ მზის ელექტროსადგურს ჰოლანდიაში ააგებენ

Construction News

მსოფლიოს ყველაზე დიდი მცურავი მზის ელექტროსადგური ჰოლანდიაში აიგება. პროექტისთვის ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ანდეიკის წყალსაცავი შეარჩიეს, სადაც 73,500 მზის პანელს 15 მცურავ “კუნძულზე” დაამონტაჟებენ. კომპლექსის პირველი ნაწილის მშენებლობა 2019 წლის ნოემბერში დასრულდება.

პროექტის ავტორები აღნიშნავენ, მცურავი ელექტროსადგურის დამატებითი უპირატესობა იმაშია, რომ მას შეუძლია წყალზე მზის მიმართულებით იმოძრაოს. Guardian-ის ინფორმაციით, მსგავსი პროექტები უკვე განხორციელებულია დიდ ბრიტანეთში, ჩინეთსა და იაპონიაში.

ცნობისთვის, ახალი კვლევის თანახმად, 2050 წლისთვის დედამიწაზე ენერგიის გამომუშავების ძირითადი წყარო მზე იქნება, რომლითაც მსოფლიოს  ენერგეტიკული საჭიროების 68% შეივსება.

მსგავსი სტატიები